Tuesday, September 29, 2015

დღე-4

                         
         დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები;

         შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად; პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე.


საკითხები იყო ძალიან საინტერესო, თანდათან უფროდაუფრო მეტ ცოდნას ვიძენ  ჩემი პროექტის დასაგეგმა და განსახორციელებლად.

     მადლობა ჩვენს ტრენერს.
         





Thursday, September 24, 2015

დღე მე-3

                                         

დღევანდელმა დღემაც  შინაარსიანად  ჩაიარა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმის მიმართულების მიმცემ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.  საგნობრივი სტანდარტები მოვარგეთ ჩვენს პროექტებს.  უკვე ვფიქრობ როგორი იქნება ჩემი პროექტი რომლის განხორციელებასაც ვგეგმავ. ტრენერი ჩვენთვის გასაგებად გვაწვდის ინფორმაციას. დიდი მადლობა! 

Tuesday, September 22, 2015

დღე მე-2

ძალიან დამაინტერესა პროექტებზე დაფუძნებულმა სწავლებამ, გავეცანი მის მნიშვნელობას იმისათვის რომ მოსწავლეებს გამოვუმუშაოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
გამიჩნდა სურვილი დავგეგმო  და განვახორციელო პროექტი,რა თქმა უნდა მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან მათი მშობლებიც.